Quantcast
Channel: მთები / მწვერვალები - Literatura.Mcvane.Ge
Viewing all 10 articles
Browse latest View live

ჰოხფაილერი - ავსტრიის მთები

$
0
0
ჰოხფაილერი (იტალ. Gran Pilastro; გერმ. Hochfeiler) — მწვერვალი ავსტრიისა და იტალიის საზღვარზე. სიმაღლე 3510 მ. ცილერტალის ალპების უმაღლესი წერტილი. არის მყინვარები. პირველი ასვლა განხორციელდა 1865 წლის 14 ივლისს. აგებულია მეტამორფული ქანებით.

avstriis mtebi pestlingbergi geografia mtebi mwvervaleebi

სილვრეტაჰორნი - ავსტრიის მთები

$
0
0
სილვრეტაჰორნი (გერმ. Silvrettahorn) — მთა სილვრეტის ალპებში, შვეიცარია-ავსტრიის საზღვარზე. მისი სამხრეთი, შვეიცარიის ტერიტორიაზე მდებარე კალთა გადაჰყურებს სილვრეტის მყინვარს.

avstriis mtebi pestlingbergi geografia mtebi mwvervaleebi

ჰოხგოლინგი - ავსტრიის მთები

$
0
0
ჰოხგოლინგი (გერმ. Hochgolling) — მთა ავსტრიაში. წარმოადგენს დაბალი ტაუერნის უმაღლეს წერტილს. სიმაღლე 2863 მ. აღმართულია ავსტრიის ფედერალური მიწების შტირიისა და ზალცბურგის საზღვარზე. აგებულია კრისტალური ქანებით. პირველად ასვლა განხორციელდა 1791 წლის 8 აგვისტოს.

avstriis mtebi pestlingbergi geografia mtebi mwvervaleebi

ბილურთა - შიდა ქართლის მხარის მთები

$
0
0
ბილურთა — მთა ჯავის მუნიციპალიტეტში, ლიხის ქედზე. სიმაღლე 2171 მ. აგებულია შუაირული პორფირიტებით. სამხრეთი და აღმოსავლეთი კალთები ციცაბოა, დასავლეთი – დამრეცი. ქვედა კალთები შემოსილია წიფლნარით, მწვერვალზე – სუბალპური მდელოებია.

ახუნი (ფშავი) - მცხეთა-მთიანეთის მხარის მთები

$
0
0
ახუნი — მთა ქართლის ქედის დასავლეთ განშტოებაზე, მდინარე შარახევის (ფშავის არაგვის შენაკადი) სათავესთან. სიმაღლე 2267 მ. კალთები შემოსილია ფოთლოვანი ტყით, ზემოთ სუბალპური მდელოა. მთის აღმოსავლეთით ამავე სახელწოდების უღელტეხილზე გადადის ბილიკი ფსავიდან (ჩარგლისწყლის ხეობიდან) ივრის ხეობაში.

ზედაზენი - მცხეთა-მთიანეთის მხარის მთები

$
0
0
ზედაზენი — მთა საგურამოს ქედზე. სიმაღლე 1178 მ. აგებულია მეოტურ-პონტური კონტინენტური კონგლომერატებით, ქვიშაქვებისა და თიხების შუაშრეებით. კალთები დამრეცია, მცირედ დანაწევრებული. შემოსილია ტყის ყომრალ ნიადაგებზე გავრცელებული რცხილა-წიფლისა და წიფლის ტყეებით.

ზულცფლუ (ავსტრიის მთები)

$
0
0
ზულცფლუ (გერმ. Sulzfluh) — მთა რეტიკონის ქედზე, შვეიცარია-ავსტრიის საზღვარზე. მდებარეობს გრაუბიუნდენის კანტონში. უახლოესი დასახლებაა სანკტ-ანტენიენის მუნიციპალიტეტი.

ვილდშპიცე (ავსტრიის მთები)

$
0
0
ვილდშპიცე (გერმ. Wildspitze) — მთა ავსტრიაში. ეცტალის ალპების უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 3768 მ. ჩრდილოეთით მდებარეობს მყინვარი ტაშახფერნერი, სამხრეთ-აღმოსავლეთით მყინვარი როფენკარფერნერი. აქვს ორი მწვერვალი: სამხრეთი (3768 მ) და ჩრდილოეთი (3765 მ). პირველად დაიპყრეს 1848 წელს.

ერცბერგი (ავსტრიის მთები)

$
0
0
ერცბერგი (გერმ. Erzberg) — მთისა და რკინის მადნის საბადოს საერთო სახელწოდება ავსტრიის ფედერალური მიწის — შტირიის ტერიტორიაზე. მდებარეობს აიზენერცის ალპებში, ავსტრიის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში. დედაქალაქ ვენიდან მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთით 260 კმ-ში, ხოლო ქალაქ გრაციდან ჩრდილოეთ-დასავლეთით 60 კმ-ში. წარმოადგენს ავსტრიის უმსხვილეს რკინის მადნის საბადოს. წელიწადში მოიპოვებენ 235 მლნ. ტ. მადანს.

მხოლოდ მთებშია თავისუფლება....

$
0
0
"მთები ღმერთის შესახებ გვასწავლიან. გეჩვენება, რომ დროის შეუჩერებელი დინება ზვირთებივით იმსხვრევა მათ ფერხთით. მთაში მარადისობის სუნთქვას გრძნობს სული. თუკი დედამიწას ბაღნარს შევადარებთ, მაშინ მთები-ეს ქვის საუცხოო ყვავილებია. ვინც ნახა და შეიგრძნო მათი სილამაზე, მისი გული კვლავ მთებისაკენ ისწრაფვის, როგორც მოგზაურის გული-სამშობლოსაკენ."

(არქიმანდრიტი რაფაელი)
Viewing all 10 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>